ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრმა, ინგლისელმა მომღერალმა, სიმღერების ავტორმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ედ შირანმა აღიარა, რომ მისი სამი წლის ქალიშვილი სულაც არაა მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი.
როგორც ხელოვანი ამბობს, როცა პატარა ლაირას მამა თავის ახალ სიმღერებს უმღერის, ის, უბრალოდ, ტირილს იწყებს.
„მას ნამდვილად მოსწონს სიმღერა „Shape Of You“, რადგან იქ მარიმბას ხმა კარგად ჟღერს, თუმცა არ მოსწონს არაფერი, რაც ხმამაღალია“, – ამბობს მომღერალი.
ედ შირანი მამა 2020 წლის შემოდგომაზე გახდა.
ავტორი