კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ მფლობელი ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი რენე ზელვეგერი ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომელიც მის გარეგნობას შეეხებოდა.
ერთ-ერთ საქველმოქმედო აქციაზე ზელვეგერის გარეგნობა ბევრმა იმდენად განსხვავებულად ჩათვალა, რომ ეჭვი შეეპარათ, იყო თუ არა ფოტოში ნამდვილად ცნობილი კინომსახიობი.
„მოხარული ვარ, რომ ხალხის აზრით, განსხვავებულად გამოვიყურები. მე განსხვავებული, ბედნიერი, უფრო სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ და მიხარია, რომ ეს დამეტყო“, – განაცხადა ზელვეგერმა ჟურნალ “PEOPLE”-თან საუბარში.
მისივე თქმით, ასაკში ყველა იცვლება, თუმცა ის თავისი თავით ბედნიერია.