საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურია“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომ კლუბი შეკრებას 25 იანვრიდან გეგმავს.
აქვე ვკითხულობთ, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს გამოცდილ ფეხბურთელებთან, რომლებსაც მთავარ ლიგაში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ -„ზოგიერთ მათგანს, ვისთანაც მათ შორის შეთანხმება მიღწეულია, ევროტურნირებზეც უთამაშია. ახალწვეულების წარდგენა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მოხდება“.
აქვე „გურიას“ ადმინისტრაცია ოპოტიმისტურ განაცხადსაც აკეთებს და აანონსებს, რომ გუნდი წელსვე ზედა ლიგაში დაბრუნებას შეძლებს – „გაკეთდება, ფაქტობრივად, ლიგა-2-ის გუნდი, რომელიც გაისად ზედა ლიგაში თამაშისთვის იქნება მზად“.