საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღეს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
“სანაკრებო შეკრებებზე დროში ყოველთვის შეზღუდულები ვართ. გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი იყო. მნიშვნელოვან დეტალებზე ვიმუშავეთ და ეს თავდაჯერებას გვმატებს. მზადება ძალიან კარგად მიდის.
თურქეთთან ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული მატში კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ მაშინ სამი გოლი გავუშვით. ამას არ ვიმსახურებდით. ხვალინდელ შეხვედრაში უფრო მეტი გამოცდილებით, რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშებთ. ვეცდებით, რომ ქულების ჩვენს გულშემატკივართან ერთად ავიღოთ.
ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის სახით. მათ გარეშე გაგვჭირდება. დანაკლისი დიდია, მაგრამ იმედი მაქვს, შეხვედრაში მათი არყოფნა ძალიან არ დაგვეტყობა.
გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. სამაგალითო გულშემატკივარი გვყავს და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და გავახაროთ”,_ განაცხადა გურამ კაშიამ 3 სექტემბერს, ვარჯიშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.





































































