გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია” კერძო სექტორის მფლობელობაში გადავა. როგორც ირკვევა, გუნდის მმართველ კომპანიაში მარტის ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და გუნდის ახალ მმართველებს შორის “გურიას” სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
“აღნიშნული ცვლილებები გუნდში უკვე დადებითად აისახა. ფეხბურთელებმა ბოლო სამი თვის ხელფასები მიიღეს და ახლა გრიგოლეთის ბაზაზე შეკრებისთვის ემზადებიან. იგეგმება სიახლე სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაშიც, რის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, _ ამბობენ კლუბის პრესსამსახურში.