„გურია ნიუსის“ მიერ ჩოხატაურის მერთან, მინდია ჟღერისათან განხორციელ სატელეფონო ზარს სწრაფი რეაგირება მოყვა და სამრევლო სკოლის მიმდებარედ სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერი დამონტაჟდა.
„კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით, თუმცა, ვგეგმავთ, რომ ამ ტერიტორიაზე სექციური სიჩქარის კონტროლის კამერები დამონტაჟდეს. ასევე, გზის საფარ ნაწილზე აუცილებლად გაკეთდება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერი“, – გვითხრა ჩოხატაურის მერმა სატელეფონო საუბრისას.
საქმე ისაა, რომ გუშინ დილით, მუნიციპალიტეტის მერიისა და სამრევლო სკოლის მიმდებარედ არსებულ გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სკოლის მოსწავლემ მცირედი დაზიანება მიიღო. მომხდარის შემდეგ მძღოლები, რომლებიც მოსწავლეთა გადაყვანას ემსახურებიან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ აქ არსებული ქაოტური მდგომარების გამო და საკითხის მოწესრიგებას ითხოვდნენ, მათ შორის სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერის დამონტაჟებასაც, რომელიც თებერვალში დიდთოვლობისას დაზიანდა და მას შემდეგ მის აღდგენაზე აღარავის უზრუნია.































































