“გურია ნიუსის” ჟურნალისტი რუსა ოქრუაშვილი, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ “თანადგომას” მიერ ჩატარებული მედია კონკურსის გამარჯვებული გახდა.
მედიაკონკურსი ოჯახის დაგეგმვის თემაზე ჩატარდა. ჟურნალისტი მესამე ადგილზე გავიდა, მას სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
როგორც ორგანიზატორებმა დაჯილდოების ღონისძიებაზე აღნიშნეს, პრიზი 2 კატეგორიისთვის იყო განკუთვნილი და ტელევიზიისა და პრესის კატეგორიაში სულ 4 გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო, თუმცა, მესამე ადგილების დამატების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
ჟიურიმ კი აღნიშნა, რომ მათ ნამუშევრების შეფასებისას არ იცოდნენ, ვის ნამუშევარს აფასებდნენ.