გუშინ, ,, გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ სტატიას სამტრედიელი დეა მინაშვილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩარიცხვასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან არაერთი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორისაა ,,მედიჰელფის” სამედიცინო გუნდი, რომლის ხელმძღვანელი, ქეთევან ჯაფარიძე პირადად დაუკავშირდა “გურია ნიუსს”.
“ვნახე თქვენი სტატია დეასთან დაკავშირებით. ჩემთვის სამტრედია ისეთი მშობლიური გახდა, მუდამ ვფიქრობ, ღირსეულ ადამიანებს რით შემიძლია, დავეხმარო.
ამ გოგოს წარმატება, როგორც სამტრედიელის და თან ჩემს სფეროში, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში, ჩემთვის ძალიან სასიხარულო და სენტიმენტალურია.
მინდა გადმოგცეთ “მედიჰელფის” მზაობა _ თუ რაიმე დასჭირდება ამ გოგონას მაქსიმალურად დავეხმარებით უნივერსიტეტში და ყველა ბაზაზე, ვუზრუნველყოფთ პრაქტიკული გამოცდილების მიღებით და დასაქმებით.
ნებისმიერ საკითხზე შეუძლია დამეკონტაქტოს და ყველანაირად ექნება ჩვენი სამედიცინო გუნდის მხარდაჭერა“, _ გვწერს ქეთევან ჯაფარიძე.
[sexy_author_bio]