ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. თუმცა, ამას არ შეუშლია ხელი, რომ აქ პირველი წირვა ჩატარებულიყო.

_შარშან , 21 სქტემბერს, სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან, ეკლესიის დასრულებისთანავე, „გურიანთელობაც“ ეზეიმათ. ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, თუმცა მამა ერმოლაოსმა ბრწყინვალე წირვა აღავლინა. ადგილობრივები ძალიან გაგვახარა ამ ამბავმა, – გვითხრწეს გურიანთის მრევლის წარმომადგენლებმა.

_სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ სოფლის მასშტაბური დღესასწაული ჩატარებულიყო, თუმცა წირვა დაუსრულებელ ეკლესიაში მაინც ჩატარდა. ეკლესია კეთილი ადამინების შემოწირულობით შენდება. ისინი თავს იკავებენ ვინაობის დასახელებისგან. სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსაზღვრული თანხა კი, 40 ათასი ლარის ოდენობით, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით, ეკლესიის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობას მოხმარდება. შორს არ არის ის დღე, როცა მთელი სოფელი ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მშენებლობის დასრულებას და „გურიანთელობას“ , ალბათ, მომდევნო წლის 21 სექტემბერს, ერთად იზეიმებს, – გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ გურიათიდან, მაია ზოიძემ.


































































