გურიაში სამი დღეა თოვს. ამ ხნის მანძილზე არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლები.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 3000 აბონენტს შუქი არ მიეწოდება, ლანჩხუთში კი 500 აბონენტს არ აქვს ელექტროენერგია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან აღდგა“, _ ამ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” პრესსამსახური გვაწვდის.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გურიაში მოსულმა დიდმა ნალექმა წააქცია ხეები, რასაც მოჰყვა ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანება.