გურიაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ უახლოესი 4 დღის განმავლობაში იწვიმებს.
“დღეიდან 2 ივლისამდე არამდგრადი ამინდი გურიაში კვლავ შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში+26,+27 გრადუსი, ღამის საათებში კი +17,+19 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება ნალექების ინტენსივობას, 28-29- 30 ივნისის ღამის საათებში უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ელჭექია მოსალოდნელი. ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება 1 ივლისს”,_ გვითხრა გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 3-4 ივლისს გურიაში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.
ავტორი: რუსა ოქრუაშვილი