გურიის რეგიონში დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და გაეცნო სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელსაც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილი მძიმე ტექნიკა ანხორციელებს, რისთვისაც მათ დიდი მადლობას ვუხდით.
სტიქიის შედეგად ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, საყანე ფართობები. ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა შიდასასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. სტიქიის ზონებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს, ზარალის დათვლის დასრულების შემდეგ დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწევა.
(R)