გურიაში უნალექო ამინდს და აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს ელოდებიან. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“გურიაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დროგამოშვებით შეიძლება 25მ/წმ-საც გადააჭარბოს. განსაკუთრებით დღეს, დღის ბოლოდან 12 იანვრის ჩათვლით იქროლებს ძლიერი ქარი. ქარი იქროლებს 13 იანვარსაც, მაგრამ სიძლიერე დაიკლებს.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ამ საღამოს შეიძლება დაფიქსირდეს 0, -1 გრადუსი, ხოლო ხვალიდან მოიმატებს მინიმალური ტემპერატურაც 13 იანვრის ჩათვლით +1 გრადუსამდე, რაც შეეხება დღის მაქსიმალურ ტემპერატურას 12, 13 იანვარს შესაძლებელია +11, +13 გრადუსი დაფიქსირდეს.
მაღალ მთაში ღამით იქნება სუსტი ყინვა, თუმცა დღის საათებში შესაძლოა +2 გრადუსი დაფიქსირდეს”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი