ზაფხულის მეორე თვე დაიწყო, თუმცა გურიაში ამ დროისთვის შესატყვისი ამინდი ნაკლებად იგრძნობა. პირიქით, თითქმის ყოველდღე წვიმს. დღესაც, დილიდან წვიმს. წვიმა დროგამოშვებით ძლიერდება და კოკისპირული თქეშია. ძალიან ცივა, ისე რომ ზოგ ოჯახში ბუხარიც კი დაანთეს.
“ამ ამინდს ზაფხულის არაფერი უგავსო”,_ ამბობენ გურულები.
“გურია ნიუსი” არკვევს, ძლიერი წვიმის შედეგად არის თუ არა რაიმე სტიქიური ზიანი, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.
ავტორი