გურიაში, დღეისთვის კარგად გამოიდარა. აქ, შუაგული გაზაფხული, ჯერ სიცხეებით, შემდეგ კი გაუთავებელი წვიმებით გახდა უჩვეულო.
გურული მეურნეები განსაკუთრებით წუხან ტემპერატურის უპროგნოზო მონაცვლეობის გამო.
_ დათესვა გინდა, გადარგვა თუ ჩითილების გამოყვანა, ყველაფერი ახლა უნდა მოვილიოთ. თუ ამინდმა ასე გვიღალატა, რა უნდა ვქნათ? როგორც იქნა, გამოჩნდა მზე, ჰაერი გათბა და ვიზამთ რაღაცას. ბუნება მთლად არ შეირცხვენს თავს, _ გვეუბნებიან ბაღჩა-ბოსტნების ავანჩავანის ცოდნე ქალბატონები.
თუ ოფიციალურად მოწოდებულ ამინდის პროგნოზს დავუჯერებთ, რამდენიმე დღეში წვიმა კვლავ მოსალოდნელია.
_ ტემპერატურა ისევ თუ არ დავარდება, სამაისო წვიმას არა უშავს, _ იმედოვნებენ გურულები.
ავტორი