ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 227 შემთხვევიდან 4 გურიაში გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„გურიაში გამოვლინდა ინფიცირების 4 შემთხვევა, აქედან 1 -ლანჩხუთში, 3- ოზურგეთში“,_ განაცხადა ენდელაძემ.