გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებში გადანაწილებას, ასეთია:
„თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0“.