გურიაში ისევ თოვს.
სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ გურიაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ითოვებს. 18 იანვრის ღამეს კი ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
რაც შეეხება გზებზე არსებულ ვითარებას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ2-კმ5 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.