ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ ნიგოეთის მაცხოვრებელი მამაკაცია.
„რთული პნევმონია ჰქონდა, შემდეგ კიდევ დამძიმდა მდგომარეობა და სამწუხაროდ დაიღუპა პაციენტი“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.
შემთხვევა 28 ნოემბერს მოხდა.
ამ დროისთვის ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 688 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 6 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 440. აქტიურია 252 შემთხვევა.