გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ შალვა რამიშვილის გადაცემაში განაცხადა, რომ გურიაში კომენდანტის საათის ამოქმედების პირველ დღეს 7 ადამიანი დაჯარიმდა.
„კომენდანტის საათის გამოცხადების პირველ დღეს 7 შემთხვევა იყო, სადაც დაირღვა რეჟიმი. მეორე დღეს, დღის განმავლობაში 13 ადამიანმა დაარღვია ის წესები, რაც საყოველთაო კარანტინის დროს არის გამოცხადებული. ყველა მათგანი დაჯარიმდა. უფრო მეტად იყო შემთხვევები, როდესაც მანქანაში არასწორად იყვნენ განთავსებულნი,“ – თქვა ზურაბ ნასარაიამ გადაცემაში სტუმრობის დროს.