გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 95 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 599-მდე გაიზარდა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 69 681-ს შეადგენს. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52 169-მდე გაიზარდა.



































































