გურიაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხევის თემის მცხოვრები ქალბატონია.
ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4069 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3706 პაციენტი, გარდაცვლილია 48.