გურიაში კორონავირუსს კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 87 წლის მამაკაცია ლანჩხუთიდან.
„გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, რომ ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
„მძიმე მდგოარეობა ჰქონდა. სამკურნალოდ იყო გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2307 შემთხვევა, გამოჯანრთელებულია 2254, გარდაცვლილია 39. აქტიური რჩება 14 შემთხვევა.