გურიის რეგიონში მოხალისეობის მსურველი ძალიან ბევრია, პირველ ეტაპზე მოხდება 10 კაციანი ჯგუფის გადამზადება, ჩაუტარდებათ ტრენინგები და როდესაც იქნება მათი დახმარება საჭირო, ისინი დაეხმარებიან იმ ადამიანებს ვისაც დახმარება სჭირდება ყველაზე მეტად. ეს იქნება საკვების ადგილზე მიტანის თუ სხვა მხრივ.
„ამ დროისთვის გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მოხალისეთა რაოდენობა 450 კაცს შეადგენს. ტრენინგებს წითელი ჯვრის წარმომადგენლები ჩაატარებენ. ასევე მოვუწოდებთ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს გურიის გუბერნატორის მოადგილემ ქეთი მოისწრაფიშვილმა.