ბოლო დღეების ცივი ამინდების შემდეგ, გურიაში, ოზურგეთის სოფლებში, ახლომდებარე მთებზე თოვლი გამოჩნდა.
_საგაზაფხულოდ გადმოთოვა. ძალიან მოგვიახლოვდა. ახლა შიშით ვუყურებთ, კიდევ უფრო ახლოს არ გადმოინაცვლოს ამ თოვლმა. საგაზაფხულო წაყინვები ამ დროს, განსაკუთრებით საშიშია, – ამბობენ გურულები.
ამ დროისთვის მზეც გამოჩნდა, თუმცა თოვლიც ჩანს მთისპირის, ბაილეთის, ჭანიეთის, ქაქუთის ახლომახლო მთებზე.
ავტორი