გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩრდილოეთ კერკირას მუნიციპალიტეტის ვიცე-მერებს იანის გარნელსა და თეოდოროს მავ-რონასს შეხვდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის „ქართულ-ბერძნული კულტურული დიალოგი“ ფარგლებში ათენის ფოლკლორული ანსამბლ „კავკასია”-ს ორგანიზებით კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ქართველი და ბერძენი შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved