გურიაში, ცივი და წვიმიანი დღეების შემდეგ, გამოიდარა.
5 იანვარს, ღამით, ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი მძლავრობდა, დროებით შუქიც ჩაქრა ოზურგეთის არაერთ სოფელში. ნაშუაღამევს ქარიშხალი ჩადგა, დენის მიწოდებაც აღდგა და 6 იანვარს უკვე დილიდან გამოიდარა.
საკმაოდ თბილა და გურიას დიდი ბარჩხალა მზე დაჰნათის.
_საშობაოდ გამოგვიდარა, უფალს დიდება, ჩვენ, ყველას _ მშვიდობა! – კმაყოფილებით ამბობენ გურულები.
ავტორი