გურიაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, მოქალაქე დაურეგისტრირებელი, გლუვლულიანი სანადირო იარაღით ნადირობდა. მას ასევე არ ჰქონდა გარემოდან გადამფრენი ფრინველის ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი ოქმი.