კორონავიურისზე ანალიზი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს უკვე აუღეს. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოზურგეთში ანალიზი 52 ადამიანს ჩაუტარდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 38-ს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი 36 თანამშრომელს.
„ამ ეტაპზე მოვიდა პასუხები ოზურგეთში და ლანჩხუთში ჩატარებული კვლევებზე. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მათი ანალიზის პასუხები იყო უარყოფითი. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს: მათ პასუხებს დღეს საღამოს მივიღებთ,“ _ გვითხრა არჩილ მჟავიამ.
არჩილ მჟავიას თქმით, კორონავიურსზე ანალიზების აღება მოხდება მოხუცებულთა სახლებშიც.
„ეტაპობრივად მოხდება კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება. მოხუცელებულთა სახლების შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლებს და გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარებათ ტესტირება. შემდეგ კი სავარაუდოდ იქნება მედიის წარმომადგენლები. ზუსტ ინფორმაციას თუ რომელ რიცხვებში მოხდება ტესტების ჩატარება ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს აუცილებლად ეცნობება,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს არჩილ მჟავიამ.