https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურიის სასამართლო

11:09; 18.09.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ერთ-ერთი მთავარი, რაც გურულებმა ცხრაასიანი წლების დასაწყისში თვითმმართველობის პერიოდში დააფუძნეს იყო სახალხო-რევოლუციური სასამართლო. ორიოდე სიტყვით მინდა მასზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელსაც ლუიჯი ვილარი ადამიანის ინსტიტუციების ყველაზე პრიმიტიულ ფორმას უწოდებს და ასევე უნიკალურს თანამედროვე დროისთვის. კორუმპირებულ რუსულ სასამართლო სისტემას გურულებში ყველანაირი ნდობა ჰქონდა დაკარგული. ოზურგეთის მაზრაში სამი რუსული სასამართლო მოქმედებდა – ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში.  ბოიკოტის შედეგად სამივე უმოქმედოდ იყო, არა თუ ახალი საქმეები, არამედ რაც ძველი იყო, ისიც უკან გამოჰქონდა ყველას. ,,ოზურგეთის მოსამართლეს უფროსებისთვის მოუხსენებია, რომ ხალხი ჩემთან აღარ დადის, მე არაფერსა მთხოვს და საქმე არაფერი მაქვსო,” – წერდა გაზეთი ,,საქართველო” (პარიზი, #15 1905). სასამართლოები საქმის წარმოებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ვერავინ კისრულობდა უწყებების ჩაბარებას. მოწმეები სასამართლოში არ ცხადდებოდნენ და ა. შ. ერთმა გურულმა კრიმ-გირეისთან შეხვედრაზე განაცხადა: ,,სამართალი რომ არ გვაქვს და მოსამართლეები არ გვყავს ეს ყველასათვის ცხადია. ჩვენი მოსამართლეები სიტყვით არიან მსაჯულები, თორემ მათი მოქმედება ხელაღებით უსამართლობაა. კანონებს გვიწერენ ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების ავან-ჩავანი არ გაეგებათ… ხშირად მოსამართლეებს ჩვენი ენა არ ესმით და პირადი თხოვნით მიმართვა არ შეიძლება. უნდა წახვიდე და აწერიო ვინმე ,,აბლაკატს” (ადვოკატი – ი. მ.) თხოვნა და ამაში ცალკე ფული იხადო. გარდა ამისა სამართალში ქრთამი უნდა ხარჯო და ვინ იცის კიდევ როდის ეღირსება საქმის გარჩევას… მოვითხოვთ ხალხისაგან ამორჩეული ნაფიცი მსაჯულების შემოღებას. ყველა სასამართლოებში საქმის წარმოება ადგილობრივ ენაზე უნდა სწარმოებდეს და მსაჯულმა უნდა იცოდეს მომჩივნის ენა.” მას შემდეგ რაც გურულებმა საკუთარი სასამართლო შექმნეს, გურიის არც ერთი მცხოვრებელი აღარ ეკარებოდა რუსულ მართლმსაჯულებას. სამოქალაქო და სისხლის სამართლი საქმეები ირჩეოდა სახალხო სასამართლოში ყოველ კვირას, ხალხის თანდასწრებით. ყოველი სოფელი დემოკრატიულ საწყისებზე ირჩევდა მოსამართლეს. კორუფციას რომ არ ჰქონოდა ადგილი მოსამართლეები ხშირად იცვლებოდნენ. ნიკო მარი იუწყებოდა, რომ ,,ქაღალდზე საქმის წარმოება სრულებით მოსპობილია. სასამართლო უსასყიდლოდ არჩევს საქმეებს. სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინვე სისრულეში მოჰყავთ. საოჯახო საქმეებში, მაგ., გაყრის დროს ძმები თვითონ უნდა მორიგდნენ მედიატორეებით, მედიატორეების გადაწყვეტილებაზე შეიძლება საჩივარი საზოგადოების კრებაზე.

ზოგიერთ შემთხვევაში თვით საზოგადოება ირჩევს მსაჯულებს ამა თუ იმ საქმის გადასაწყვეტად. საზოგადოებას შეუძლიან არჩეულ მსაჯულების გადაწყვეტილება უარჰყოს და თვითონ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას დაადგეს. …ჯერ მაგალითი არ ყოფილა იმისი, რომ ვისმე დაემალოს რამე ავაზაკობა, გამოძიებას თვით საზოგადოება ახდენს, არჩეულ კომისიის საშუალებით. ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ ქურდი, ან ავაზაკი არ აღმოეჩინოს ხალხს და ამ მხრივ ყველა მადლიერი რჩება ამ სასამართლოში.” სახალხო სასამართლოს თავად-აზნაურებიც კი მიმართავდნენ, რადგან ის სწრაფად და უფრო სამართლიანად არჩევდა საქმეებს რუსული სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც პროცესები ხანდახან 8-10 წელიწადს გაგრძელებულა; ყოფილა შემთხვევები, როცა ამ ხნის განმავლობასი მომჩივან-მოპასუხეებიც და მოწმეებიც გარდაცვლილან და მერე დაუწყია სასამართლოს საქმის გარჩევა.

თუ როგორ მუშაობდა გურულების სასამართლო, მაგალითისთვის ასეთ ფაქტს მოვიტან: სოფელ აკეთში ორი ებრაელი გაძარცვეს. დამნაშავეების გამოსარკვევად დაუყონებლივ ,,გამოიყო ქურდების მომნახველი კომისია დათიკო შევარდნაძის ხელმძღვანელობით.” სულ მალე გაირკვა, რომ მძარცველები წითელრაზმელები ყოფილან. ნაგომარში მრავალრიცხოვან კრებას წარუდგინეს ქურდები მამხილებელი საბუთებით – ფულითა და გატაცებული ნივთებით. საბოლოოდ, კრებამ თითოეულ მათგანს შეუფარდა ბოიკოტი ერთი წლის ვადით, რაც მკაცრად ყოფილა შესრულებული. უამრავი თვითმხილველისა და მოწმის ჩვენებით, გურიის თვითმართველობის პერიოდში, ძარცვა-გლეჯა და ავაზაკობა ლამის მთლიანად ამოიძირკვა, დამყარდა სრული წესრიგი. თავად მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ლუიჯი ვილარისთან საუბარში განაცხადა, რომ გურული სასამართლო ,,მართლმსაჯულებას ბევრად უფრო პატიოსნად და ეფექტურად ახორციელებს, ვიდრე ამას სახელმწიფო სასამართლოები აკეთებენ.” გურული სასამართლოს პოპულარობა გასცდა გურიის ფარგლებს და მისი გამოცდილება საქართველოს დედაქალაქშიც გაიზიარეს. ,,ცნობის ფურცელი” (#2948, 1905) იუწყებოდა: ,,გურიის სახალხო სასამართლომ ჩვენამდისაც მოახწია და აქაც იჩინა თავი. ამ დღეებში ჯიბგირები… ქუჩა-ქუჩა ატარეს სახედრებით. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯიბგირები შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, როგორ უშველონ თავიანთ საქმეს. ამოირჩიეს რწმუნებულნი, გაჰგზავნეს პროგრესიულ პარტიებთან და შეუთვალეს, ჩვენ ამ ხელობით ვცხოვრობთ და სანამ სხვა ხელობას თქვენ თვითონ არ გვიშოვნით, ვერ დავანებებთ ამ ხელობას თავსაო. ჯიბგირებმა აგრეთვე დაადგინეს, სანამ ამ პარტიებიდან პასუხი მოვიდოდეთ, ჯიბგირს თავი გაანებონ.”

გურიის ზოგიერთ საზოგადოებაში სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს ,,დამამცირებელი ფორმები” ჰქონდა: ღალატში შემჩნეული ქალი – მთლად შიშველი, საყვარელს მხრებზე აკიდებული უნდა წაეყვანა ქმრის სახლამდე, ან ვირზე შემჯდარ შიშველ საყვარლებს მთელი სოფელი უნდა ჩამოევლოთ და საკუთარი ცოდვის შესახებ ყველასთვის მოეთხროთ; ჩექმების ქურდს აიძულებდნენ ხელებზე წამოეცვა მოპარული ნივთი და ისე გაევლო მთელი სოფელი და მრავალი სხვა. დროთა განმავლობაში მსგავსი განაჩენების გამოტანა შეაჩერეს. (მსგავს მეთოდებს იყენებდნენ საქართველოს სხვა მხარეებში და ამას იმით ამართლებდნენ, რომ ,,ესეთი გასამართლება გურიაში სცოდინაითო.”) თუ ყაჩაღობასა და ქურდობაში ეჭვმიტანილი აღიარებდა დანაშაულს – პირველ შემთხვევაში მას აპატიებდნენ, მაგრამ აფრთხილებდნენ, რომ თუ ის არ შეეშვებოდა ამ საქმეს, ორმაგად დასჯიდნენ. ღამ-ღამობით სპეციალურად შერჩეული პირები ქურდის სახლთან მიდიოდნენ და ახსენებდნენ, რომ ისინი გამოსწორების გზაზე დამდგარიყვნენ. არსებობდა დასჯის სხვადასხვა მეთოდი – დამნაშავეებს საჯაროდ უნდა მოეხადათ ბოდიში, მათ აგზავნიდნენ საზოგადოებრივ სამუშაოზე, ხანდახან მუშაობა მსუბუქი ბორკილებით უხდებოდათ (ბორკილები ფეხებზე ადებდნენ ექვსი თვით ან ერთი წლით), მათ სხვადასხვა დროით ასახლებდნენ სოფლიდან, იშვიათად გურიის ფარგლებს გარეთ. სასამართლოს იშვიათად გამოჰქონდა სიკვდილით დასჯის განაჩენი (უმთავრესად ჯაშუშობისთვის), რადგან სიკვდილით დასჯა მიაჩნდათ გადამეტებულ სისასტიკედ და რომ გურიის თავისუფალ ხალხს არ შეუძლია იკისროს ჯალათის როლი. როგორც ჩანს, თავადების, მემამულეებისა და ჯაშუშების მკვლელობას ჯალათობის კლასიფიკაცია არ ეძლეოდა…

მძიმე და გახმაურებულ დანაშაულის დროს რამდენიმე რაიონის მცხოვრებლები იკრიბებოდნენ და ისე წყვეტდნენ საქმეს. 1905 წლის აგვისტოში გაიქურდა ჯუმათის მთავარანგელოზის მონასტერი. ექვსი შეიარაღებული მძარცველი შევარდა მონასტერში, დაჭრა წინამძღვარი და გაიტაცა 15 ათასი მანეთის ღირებულების ხატები და სხვა ძვირფასეულობა. მთელი გურია ფეხზე დადგა და ,,დიდი მეცადინეობის შემდეგ როგორც იქნა მიაგნეს ავაზაკებს. ეს ავაზაკები ბრძანდებიან სოფ. აცანიდან… კომისიამ ავაზაკები დამტვრეული ნივთებით წარუდგინა კრებას. 4 სექტემბერს კრებას დაესწრო არანაკლებ 3000-4000 ქალისა და კაცისა. ავაზაკებმა კრებას აუხსნეს, თუ როგორ ჩაიდინეს ეს საზიზღარი დანაშაულობა. ერთი დამნაშავე წილოსანი სპარსეთში გაპარულიყო და იქიდან მოიყვანეს.” აღსანიშნავია, რომ ყველა მოპარული ნივთი უკან ვერ დაიბრუნეს, ალბათ, მძარცველებმა მათი რეალიზაცია მოასწრეს. როცა მიდგა ჯერი სასჯელის გამოტანაზე, განხეთქილებამ იჩინა თავი – ზოგი მოითხოვდა სიკვდილით დასჯას, საუკუნო ბოიკოტს. ერთმა დამსწრეთაგანმა მათი გამართლება მოითხოვა, რადგან ,,სოციალ-დემოკრატებმა სინათლე დაგვანახეს და სასჯელის კი არა, საჩუქრის ღირსნი არიანო.” საბოლოოდ მძარცველებს ორი წლით მონასტერში დამწყვდევა მიუსაჯეს (გურულები დასასჯელად ციხეს არ იყენებდნენ) და როგორც აღნიშნავდნენ, ეს ჩაითვალა უმაღლეს სასჯელად, რადგან ,,გურულებს არ უყვართ მღვდლები და ბერები და მათთან ერთად ცხოვრება გაუსაძლისად მიაჩნიათო.” შემდეგ გაიმართა ბჭობა ნაძარცვი ნივთების თაობაზე. გამოითქვა აზრი, რომ მთელი ეს ქონება კომიტეტს გურულებისთვის იარაღის შესაძენათ გადასცემოდა. ამაზე კომიტეტმა უარი განაცხადა და შესთავაზა შექმნილიყო კომისია, რომელიც ამ ქონებას ხალხის საჭიროებისათვის გამოიყენებდა. საინტერესოა, რომ ასეთი სასამართლოები გურიის რესპუბლიკის დამხობის შემდეგადაც იმართებოდა და მოსახლეობა აქტიურად ებრძოდა ქურდებსა და მძარცველებს. 1908 წლის გაზეთ ,,ეკალში” ვკითხულობთ: ,,სოფ. ციხისფერდში (გურიანთის საზოგადოება) ღამით გაძარცვეს ეკლესია, ქურდებმა წაიღეს რამდენიმე ხატი და სხვადასხვა ნივთები, ამას მოყვა რეპრესიები. მეორე დღეს ხალხს გადაახდევინეს 161 მანეთი ნივთების ფასი, ითხოვდნენ სასტიკად ქურდებს. ათი დღის განმავლობაში ყრილობები ყრილობებზე იმართებოდა. ხალხმა ქურდები აღმოაჩინა და პოლიციას გადასცა. ნასაკირალზე ეტლები გაძარცვეს… ქურდები ნახეს, რამდენიმე გაიქცა და რამდენიმე ხალხმა მთავრობას ჩააბარა. ს. ლიხაურში გაძარცვეს ორი დუქანი; ხალხის მხრივ ენერგიული ზომებია მიღებული ქურდების აღმოსაჩენათ. აკეთის საზოგადოებაში გაძარცვეს მეწაღის დუქანი. მიქელ გაბრიელის საზოგადოებიდან ხალხმა ქურდები ამოიყვანა ოზურგეთში. ქურდებს ნაპარევი ნივთები ზურგზე ჰქონდა დაკრული. ხალხმა ქურდები გამომძიებელს გადასცა. ჩოხატაურში შანტაჟისტებმა ბავშვის მოტაცება მოინდომეს ამ დღეებში, მაგრამ ხალხმა გაუგო და დაიჭირა…” მძარცველები არავის ეპუებოდნენ – 1905 წლის 29 მაისს შეიარაღებული პირები ნატანებიდან ეტლით მიმავალ თვით მაზრის უფროსს ქელბაქიანს დახვდნენ და წაართვეს ხმალი, რევოლვერი, ფული, საათი და სხვა ნივთები. მაზრის პოლიცია ფეხზე დადგა, ერთი მძარცველი რამდენიმე დღის შემდეგ თავად ქელბაქიანმა შეიპყრო ოზურგეთის ბაზარში. ყაჩაღებთან ბრძოლის ეფექტურობისათვის სხვადასხვა სასოფლო საზოგადოებიდან იქმნებოდა კომისიები და ისინი თავად ეძებდნენ ყაჩაღებს. 

გურიიდან განდევნილი ქურდები და ავაზაკები გადადიოდნენ სხვა მაზრებში და ადგილობრივ კრიმინალურ ელემენტებთან ერთად ეწეოდნენ ძარცვა-გლეჯას. ვლადიმერ სტაროსელსკის მოჰყავს რამდენიმე მაგალითი: ,,ჭიათურაში გაძარცვეს ფოსტის კანტორა, წაიღეს 40 000 მან., რომელიც მარგანეცის მრეწველების მიერ  იყო გაგზავნილი მადნის მუშებისათვის, იქვე ორჯერ გაძარცვეს ერთი მარგანეცის მრეწველთაგანი; ქუთაისში დღისით-მზისით, ხალხით სავეს ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, აზოვო-დონის ბანკის მენადეს წაართვეს ზანდუკი ფულით… ზესტაფონში მოჰკლეს სადგურის მოლარე ზალდასტანაშვილი. ამ ბოროტ-მოქმედებათაგანი მხოლოდ ერთი იყო აღმოჩენილი პოლიციის მიერ და იპოვა აზოვო-დონის ბანკის ზანდუკი ფულით. მაგრამ გამტაცებელნი მიიმალნენ… (1905 წლის) ოქტომბრის გასულს და ნოემბერში ამ მძარცველებათა უმეტესი ნაწილი შეპყრობილ იქმნა და მრავალი იმათგანი თვით ხალხმა დასაჯა სიკვდილით. პოლიციას ხელში რჩებოდა მხოლოდ ტყვიით დახვრეტილთა გვამები, რომლებსაც აწყობდნენ დიდ საურმე გზაზე.”

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

10:26; 20 თებერვალი, 2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026

„მოსრიალე“ დათვი

ბრმა რეკორდსმენი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული

11:40; 28.02.2026
მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:35; 28.02.2026
მთავარი

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

10:30; 28.02.2026
საზოგადოება

“დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”- ინფორმაცია მძღოლებისთვის

9:59; 28.02.2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით სახიფათოა”- თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

9:54; 28.02.2026
საზოგადოება

უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

8:18; 28.02.2026
სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო