“გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი”, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას (სამიზნე რეგიონი – გურია).
პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურულ ნოვაციების შექმნას და დანერგვას.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტით (მაქსიმუმ 5, 000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
საგრანტო კონკურსის II ეტაპზე განაცხადები მიიღება 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე – https://bit.ly/3aNQQ54
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ 2021 წლის 31 ივლისს 18:00 სთ-მდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: gyrc.info@gmail.com subject – ში მიუთითეთ UNDP grants.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599981898
(R)