დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის მოხალისეები რეგიონს დატოვებენ, ხოლო დარჩენილ პროდუქტებს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დღის განმავლობაში დაურიგებენ.
ჯერ-ჯერობით, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენ ლოკაციაზე შეძლეს მოხალისეებმა მისვლა, თუმცა ჩოხატაურის შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 60-ზე მეტი დაზარალებულ ოჯახს დაეხმარნენ.
რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, რაც ამინდის მკვეთრად ცვლილებამაც განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის შემდეგ დანგრეული სახლებისა თუ სხვადასხვა შენობა-ნაგებობის აღრიცხვა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ავტორი