ადვოკატი კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის ქვრივის სოფიო გურიელის (წულუკიძე) ისტორიიდან რამდენიმე ფრაგმენტს აქვეყნებს.
“1826 წლის 20 ნოემბერს მამია გარდაიცვალა და დარჩა მცირე-წლოვანი ქალი ეკა, (ეკატერინე) 12 წლისა, შემდეგ ლევან ჩიჩუას მეუღლე და ვაჟი – დავითი 6 წლისა. რუსის მთავრობამ რეგენტობა ჩააბარა მამია გურიელის ქვრივს სოფიოს. დედოფალი არ იყო კმაყოფილი რუსეთისა: – რა უნდა ჩემის ქვეყნის საქმეებში, რომ ერევაო? გადასწყვიტა მომხრე ეშოვნა და რუსეთის ბატონობისათვის თავი დაეღწია. ამ აზრით 1828 წელს დედოფალი ილტვო ოსმალეთში, თან წაიყვანა შვილებიცა და მრავალნი დიდებული და და ერთგულნი.”
თედო სახოკია – ჟურნალი მოამბე 1987 წელი.
* * * * *
“რადაგანაც ღენერალმა ერმოლოვმა მოახდინა ერთხელვე ამ გვარი განკარგულება, ვითამც იმ უწესოების და დაუდგრომლობის მოსასპობელად, რომელიც იქნება შეეტანა სამთავროში სუსტობისა დედაკაცის მფლობელობისასა და რათგანაც გამოუთხოვა განკარგულებასა თვისსა უმაღლესი დამტკიცება, რომლითაცა სხუათა შორის მიეჩემებოდა მას ნებაი, რომ მიეცა სამხედრო ჩინი რაიმე მემკვიდრისათვის განხილვისამებრ თვისისა”.
“განკარგულება ესე ეჩვენებოდა მთავრინას მით უმეტესად ძალთა მისთა მოსპობად, რომელ წინააღმდეგად ნებისა და სურვილისა მისისა აღმორჩეულ იქმნენ ექუისთა წევრთა შორის, ორნი თავად ერისთვთაგანი, რომელთაცა აქუნდათ დიდი სიძულვილი მთავრის სახელზედ და კუალად მით უმეტეს ჰპოებდა მას დამაძიმებლად, რომელ, რჩევას უნდა გადაეწყვიტა ყოველი საქმე მხოლოდ ხმის სიმრავლითა”.
“გრძობა ღირსების შეურაცხ-ყოფისა ძლიერდებოდა მთავრინას შორის, ერთის მხრივ ხალხის დვრტვინვითა, რომელ შეათანასწორეს ბატონი მოყმეთა თანა, ხოლო მეორეს მხრით ოსმალთ ცდილობითა, რომელთ მიიდრიკონ იგი თვისკენ, და ამის გამო მთავრინამ იწყო უკუე იდუმალათ სიძულვილი რუსეთის მართებლობაზედ და 1828 წლის დამდეგს შეუდგა ოსმალთთან მიწერ-მოწერას თვისის საყუარლის თავადი დავით მაჭუტაძის რჩევითა, რომელსაც ჰქონდა ხალხში დიდი ხმა და უჯერებდნენ მას, რათგან ყოველთვის ენდობოდა ხოლმე მას განსვენებული მთავარი და ეგრეთვე იყო ჭკვიანი, გამოცდილი და რუსეთის მართებლობის უმადურთ თავი.”
“ღენერალ მაიორი ღესსე თავისის ჯარით გურიაში შევიდა და მოითხოვა პირისპირ ხილვაი მისი. მთავრინა აპირებდა თურმე, დამორჩილებით მასთან მისვლასა, მაგრამ დაშნებული ერთის თავისთა დაახლოებულთაგანისაგან, რომ ვითომც მას უპირედნენ სრულებით განდევნასა თავის სამფლობელოითგან და შვილებითურთ რუსეთში გაგზავნასა, და ადვილად დამჯერებელი, რომ უეჭველად მიავლენდნენ მას ამ გვარ სასჯელსა, 1828 წლის ღვინობისთვის გასულს შვილებითურთ თვისით რვის წლის მქონის დავითითა და თოთხმეტი წლის ეკატერინათი და ეგრეთვე საყუარლითა თვისითა თავადის დავით მაჭუტაძეთი გაიქცა გურიიდან და მიეკერძა ოსმალოს მხედრობასა”.
“ხელმწიფე იმპერატორმან კნიაზის პასკევიჩისაგან მთავრინა სოფიოს გაგქევაზედ მოხსენების მიმღებმან ინება 1830 წლის იანვარში უმაღლესად ბრძანება: რათამცა ყოველთა გურიის თავადთა მთავრინასთანა განლტოლვილთა აღეკრძალოს მამულთა თვისად უკუ მოქცევაი; ხოლო მემკვიდრესა დავითს და დასა მისსა განცხადებულ-ექმნასთ ტრაპეზონელისა ვისმე ბალიოზის მიერ, რომელ მონაწილეობისათვის საქმეთა შუა დედისა თვისისა მოსპობა მათ ყოველივე სიმართლე ვითარცა სამკვიდროებასა ზედა, რომელიცა ეკუთვნოდათ მათ, ეგრეთცა ყოველსა ზედა მისს სამაგიეროსა.”
“მთავრინა თავის გუნებაში აღიარებდა უკუის, რომელ მოუპოვა თავის შვილებსა თვისსა ერთიოდენ განპატიჟება საკუთარის მათის მამულისაგან იმ ამაღლების მაგიერ, რომლისაც მოპოებისათვის წარაგებდა საკუთარს განსვენებას. ესრეთის გულითადის მტანჯველობის დროს ეწია მას უნიაში სნეულება და აღესრულდა იქ 7-ს სექტემბერს 1829 წელსა ვერ შემსრულებელი ვერცა ერთისა განზრახვისა თვისისა.”
დ. ჩლოყაშვილისეული ხელნაწერი 1840 წელი.
ფოტოზე – უნია, სოფიო გურიელის საფლავი