გურიაში, მეორე დღეა თოვს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებს შუქი არ მიეწოდება.
ასევე არ მოძრაობს შიდა ტრანსპორტი. “გურია ნიუსი” დაუკავშირდა “ენერგო პრო ჯორჯიას” და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურებს და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწოდებთ.