უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ჰონდას მარკის ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ალმოდებული ავტომობილიდან გადმოსვლა ორმა შეძლო, სამი კი დაიწვა. მათ შორის ერთი ბიჭი და ორი გოგოა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.
სამართალდამცავები მომხდარის დეტალებს სწავლობენ.

































































