გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.
თავშესაფრის დირექტორის ინფორმაციით, ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა. 30 აგვისტომდე თავშესაფარი დაკეტილი იქნება.
იმ ოჯახების წევრები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრეს.
რუსთავი2