დღეს ჩოხატაურის სტადიონზე გურული დერბი შედგა, სადაც “გურიამ” ადგილობრივ “ბახმაროს” შანსი არ დაუტოვა და 3:0 მოუგო. ანგარიში 37-ე წუთზე, დიმიტრი ვირუბოვმა გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ბექა ჭკუასელმა აიღო მასპინძელთა კარი, ხოლო 64-ე წუთზე, ემანუელ იაგრიმ ანგარიშს საბოლოო სახე მისცა.
ცნობისთვის, “გურიამ” ბოლო სამ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და სტუმრად ორივე მოიგო.
თუ “გურია” 13 ნოემბერს, გამოტოვებულ შეხვედრაშიც (ფოთში, “კოლხეთთან”) გაიმარჯვებს, ზედა ლიგაში გადამსვლელი პლეი ოფის შანსებს მნიშვნელოვნად გაიზრდის.