გიორგი კეკელიძის ”გურული დღიურები” და ”თომას ზღაპრები” მალე ჩინურ ენაზე ითარგმნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანი გოგუაძე წერს:
“ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გაგიზიაროთ, განსაკუთრებით ჩემთვის. პატივი მაქვს ვთარგმნო ცნობილი თანამედროვე მწერლის, გიორგი კეკელიძის ”გურული დღიურები” და ”თომას ზღაპრები” ჩინურ ენაზე.
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური ლიტერატურის კუთხე საზეიმოდ გაიხსნა.
საუბარი იყო ჩინური ნაწარმოებების ქართულ ენაზე და პირიქით, ქართული ნაწარმოებების ჩინურ ენაზე თარგმნის შესახებ და სწორედ ამ მნიშვნელოვან დღეს შევთავაზე გიორგის ამ ორი ძალიან მაგარი წიგნის თარგმნა,” _ წერს გოგუაძე.