გუშინ და დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის და რეგიონული ლიგის თამაშები გაიმართა.
ლიგა 3-ში მოასპარეზე ორივე გურულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა შინაურ კედლებში.
ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „ბახმარომ“ თბილისის „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 31-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ლაშა კოტრიკაძემ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ დააფიქსირა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, დედაქალაქელები 29-ე წუთიდან კაცნაკლულები იყვნენ. საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან ახალგაზრდა კიპერი, შარშანდელი სათასო ბატალიების ერთ-ერთი გმირი, სოსო კოპალიანი გააძევა.
ამ გამამარჯვებით ბახმარომ 10 ქულა დააგროვა და ლანჩხუთის „გურიასთან“ ერთად მე-10 მე-11 ადგილს იყოფს.
„გურიამ“ თავის მხრივ ზესტაფონი 4:1 დაამარცხა ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი იმერლების გამარჯვებით დასრულდა (გოლი: 34-ე წუთზე შოთა ანდრიაძე), „გურიამ“ მატჩი მაინც დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო. გოლები ბექა ბერიძემ (49-ე და 75-ე წუთი, ორივე პენალტი), თორნიკე მუმლაძე (63-ე წთ.) და ბექა რურუამ (85-ე წთ.) გაიტანეს.
შემდეგ მატჩში „გურია“ ხაშურშის ცენტრალურ სტადიონზე „ბორჯომს“ დაუპირისპირდება, რომელიც 12 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. ხოლო ჩოხატაურის „ბახმარო“ ბოლოადგილოსან საჩხერის „ჩიხურას“ ეწვევა. მეათე ტური ორშაბათს, 5 ივნისს გაიმართება.
სამწუხაროდ პირველი მარცხი იწვნია მე-5 ლიგაში მოასპარეზე ოზურგეთის „მერცხალმა“. ცხრილის ლიდერი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ აბაშის „ზანას“ ეწვია და 3:0 დამარცხდა. თუმცა მიუხედავად ამისა „მერცხალი“ პირველობას მაინც ინარჩუნებს და ისევ მთავარ ფავორიტად რჩება ლიგა 4-ში დაწინაურების მსურველთა შორის. შემდეგი მატჩი კი 6 ივნისს შინ, მეხუთეადგილოსან შუქურა 2-თან ელის.
ჩოხატაურის „ბახმაროს“ დუბლები ტყიბულის „მეშახტეს“ მეორე გუნდთან დამარცხდა, ხოლო კიდევ ერთი გურული გუნდი „ჩიბათი“ ამ ტურში ისვენებდა.
წარმატებებს ვუსურვებთ ხუთივე გურულ გუნდს.
ავტორი