გურიაში ისევ თოვს.
„გაზაფხულის პირველი თვე, ასე არასდროს მიკედლებია ზამთარს“ _ბუზღუნებენ გურულები.
ოზურგეთელი მორცხვი მიმოზა კი, როგორც გაზაფხულის უტყუარი მაცნე, სულაც არ ამართლებს ოდინდელ სახელს. არც თოვლის თავშალს და მის სიმძიმეს „იმჩნევს“ და ყოველგვარი დამორცხვების გარეშე, მზის ფერით სავსე, გაზაფხულს აუწყებს სამყაროს….უპირველესად კი გურულ გარემოს!
ავტორი: მარინა ჩიხლაძე