ლანჩხუთში მუზეუმთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,გურული მხედრები – 130“ აღინიშნა.
გურული მხედრების მოედანზე მათივე სახელობის ფირნიში საზეიმოდ ლანჩხუთის მერის პირველმა მოადილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ და კინორეჟისორმა ირაკლი მახარაძემ გახსნეს.
შემდეგ კი გურული მხედრების ისტორია გაიხსენეს და ექსპონატები დაათვალიერეს. აქვე შესრულდა არაერთი გურული სიმღერა.
მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. გურულ ვაჟკაცებს არც ქალბატონები უდებდნენ ტოლს ცხენოსნობაში.
ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მოედნისთვის გურული მხედერების სახელის მინიჭების თაობაზე, ინიციატივა, გასულ წელს, ელექტრონული პეტიციის სახით, მწერლისა და რეჟისორის, ირაკლი მახარაძის ავტორობით დარეგისტრირდა ლანჩხუთის საკრებულოში და დღეს უკვე ეს რეალობად იქცა.
ავტორი