ქართული პოლიფონიის ნამდვილი ქურუმი და გურული სიმღერების დიდოსტატი, ტრისტან სიხარულიძე იუბილარია – 85 წლის გახდა.
მრავალი თაობის აღმზრდელი და გურული სიმღერის უბადლო შემსრულებელი დღესაც აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას, აფრქვევს თავის ნიჭს და ახარებს მსმენელს!
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ბატონ ტრისტანს! კიდევ დიდხანს დაგვატკბეთ თქვენი სიმღერით, კიდევ ბევრი გზა არის გასასვლელი თქვენთან ერთად, გურული პოლიფონიის თანხლებით.
ინფორმაციას ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.