https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გუცაევს ბინაც აქვს და „ვოლგაცო“…

10:38; 23.04.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის მთავარი გმირი გამოჩენილი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი იქნება.

ალბათ გახსოვთ დიუსელდორფის დაუვიწყარი თამაში. შეხვედრის მეორე ნახევარი მიმდინარეობდა და თბილისის „დინამო“ „კარლ ცეისთან“ მოულოდნელად მდევრის როლში აღმოჩნდა. იმ მძიმე წუთებში გუცაევმა წონასწორობის აღდგენა შეძლო და ქართველთა მომავალ წარმატებაში დიდი წვლილი გაიღო.

1976 წლის სექტემბერში, განახლებულ „დინამოს“ სტადიონზე თბილისელი ფეხბურთელები უელსის „კარდიფ სიტის“ მასპინძლობდნენ. დიდ ბრიტანეთში ქართველებს პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდათ – 0:1. ის თამაში ჩვენების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, პირველი ბურთი კი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა…

ბატონი ვლადიმერი საკუთარ სპორტულ ბიოგრაფიას თავადვე გაიხსენებს.

„როგორც ჩემმა არაერთმა თანატოლმა, ფეხბურთის თამაში მეც ქუჩაში დავიწყე – ნაძალადევში ვაგორებდი ბურთს. 11 წლის რომ გავხდი, „ნორჩ დინამოელში” ჩავირიცხე გრიგოლ გაგუასთან, მერე კი ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა იყო. იქ უკვე ვლადიმერ ელოშვილი გვავარჯიშებდა.

1970 წლის სექტემბერში თბილისის „დინამოში” ჩავირიცხე და ამის გამო დღემდე მადლიერებით ვიხსენებ გავრილ კაჩალინს. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, ის კი ადგა და დუბლებიდან პირველ გუნდში გადამიყვანა. ეს უდიდესი ნდობა იყო! სხვათა შორის, კაჩალინის დამსახურებაა, რომ „დინამოში” ზედიზედ დავწინაურდით მე, დათო ყიფიანი, თემურ სტეფანია, მანუჩარ მაჩაიძე, ფირუზ რეხვიაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, ბესო მჭედლიშვილი… სწორედ კაჩალინის ამ გადაწყვეტილებით ამიხდა ოცნება – რამდენიმე მატჩში მოედანზე მეტრეველთან ერთად გავედი.

1971 წელს სლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, გამოსათხოვარ მატჩში კი თავის 9-ნომრიანი მაისური მე გადმომცა. ვერ წარმოიდგენთ ამას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, თავი ზღაპარში მეგონა!

საერთოდ, კაჩალინი არამარტო კარგი მწვრთნელი, ჩინებული ადამიანიც იყო. სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემზე ამ პიროვნებამ უდიდესი გავლენა მოახდინა! თუ რამე ითქმის კაჩალინზე, პირველ რიგში ის, რომ ნაღდი ინტელიგენტი იყო – წლების განმავლობაში ვთამაშობდი მის გუნდში და უხამსი სიტყვა არ მსმენია. როცა შევიტყვე, რომ „დინამოდან” გაუშვეს, გული დამწყდა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმა ყურადღება რომ მომაქციეს, გარკვეულწილად, ესეც კაჩალინის დამსახურება იყო… მოგვიანებით გავიგე, რომ ცენტრალური კომიტეტის რომელიღაც მდივანს მის საქმიანობაში რაღაც არ მოეწონა და არ აპატია. ხომ გახსოვთ მაშინ როგორ იყო? ყველა მაღალჩინოსანი უხეშად ერეოდა „დინამოს” ცხოვრებაში.

კაჩალინის შემდეგ გუნდში ალიოშა კოტრიკაძე მოვიდა. აუგს ვერც მასზე ვიტყვი – ფანატიკურად უყვარდა ფეხბურთი, თავის საქმეში ბოლომდე იხარჯებოდა. სამწუხაროდ, უეფას თასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან” 1:5 წაგება არ აპატიეს და მალევე გაუშვეს.

„დინამომ” პირველი საერთაშორისო ტურნირი – „კოლუმბის კარაველა” – სწორედ კოტრიკაძის ხელში მოიგო. 1973 წელს ესპანეთის ქალაქ უელვაში ტრადიციულად გათამაშდა ეს თასი. ჩვენს გარდა ამ ძალიან ლამაზი პრიზისთვის ჩემპიონთა თასის გათამაშების მომავალი ფინალისტი მადრიდის „ატლეტიკო”, პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდი ლისაბონის „ბენფიკა” და ინგლისის ჩემპიონი „დერბი ქაუნთი” იბრძოდნენ. ჩვენ ჯერ მადრიდის „ატლეტიკო” დავამარცხეთ პენალტების სერიაში, ფინალში კი „ბენფიკას” 3:1 მოვუგეთ – 2 გოლი მე გავიტანე, ერთიც დათომ. „დინამოს” ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტიტულის მოგებისთვის თითოეულს დაახლოებით 50 დოლარი დაგვირიგეს. სასაცილოა არა?

ალიოშა კოტრიკაძის მერე „დინამოში” ზედიზედ შეიცვალა ორი მწვრთნელი: გივი ჩოხელი მიხაილ იაკუშინმა ჩაანაცვლა, რომელიც მალევე გაუშვეს. ჩოხელი იცით როგორი კაცი იყო? სპეტაკი! რა თქმა უნდა, ფეხბურთიც შესანიშნავად იცოდა, მაგრამ ძალიან პირდაპირი იყო, ეს კი ბევრს არ მოსწონდა. რაც შეეხება იაკუშინს, არავინ უარყოფს, რომ დიდებული სპეციალისტი იყო, მაგრამ იმ დროს უკვე ასაკოვანი გახლდათ და თან, ძალიან ბევრს სვავდა. დასამალი რაა: ხანდახან 3-4 დღე ისე გავიდოდა, ბაზაზე არ ჩნდებოდა.

თბილისის „დინამოს” აღორძინება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნოდარ ახალკაცის დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ის ახალი კაცი არ იყო კლუბში: 2 წელი სხვადასხვა პოსტზე იმუშავა და იმდროინდელი „დინამოს” ყველა წევრის შესაძლებლობები შესანიშნავად უწყოდა. დანარჩენი ხუთიანზე გააკეთა: ვეტერანები ნელ-ნელა ჩაანაცვლა ნიჭიერი ახალგაზრდებით და გუნდი ერთ მუშტად შეკრა.

ნოდარ ახალკაცი თითოეულ ფეხბურთელს საერთო კრების შემდეგ ცალ-ცალკე გაგვესაუბრა. მითხრა, შენი ადგილი მეტოქის მოედანზეა, მცველების დასახმარებლად უკან ნუღარ ჩამოხვალ, საჭირო არ არისო. დაახლოებით იგივე დაავალა რამაზ შენგელიას, დათო ყიფიანს და მანუჩარ მაჩაიძეს.

თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ რაც უფრო ძლიერი მეტოქე გვყავდა, მით უკეთ ვთამაშობდი. ისე, ბევრი იყო ასე: დამეთანხმებით, ძალიან ძნელია ერთნაირი განწყობით გახვიდე მინდორზე ვთქვათ, „ფახთაქორთან” და კიევის „დინამოსთან”.

1976 წელი ერთ-ერთი ყველაზე ტკბილადმოსაგონარია ჩემს კარიერაში. ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გავხდი – ნახევარფინალში ჰოლანდიელებს ვაჯობეთ, ფინალში კი უნგრელებს. იმ ნაკრებში დათო ყიფიანიც თამაშობდა… ამავდროულად, „დინამოსთან” ერთად ორჯერ მოვიგე პირველობის ბრინჯაოს მედალი, ამ წარმატების გვირგვინი კი საბჭოთა კავშირის თასი იყო!

განახლებული „დინამოს” სტადიონი 1976 წლის ზაფხულში გაიხსნა, პირველ საშინაო მატჩში კი უელსის „კარდიფ სიტის” ვუმასპინძლეთ. ეს იყო უეფას თასების თასის პირველი ეტაპის საპასუხო თამაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ მატჩში პირველ გოლს გავიტანდი და როცა გასახდელში თბილისის კონსერვატორიის რექტორი მოვიდა და სპეციალური პრიზი მოიტანა პირველი გოლის ავტორისთვის, ხმამაღლა ვთქვი, ჩემთან დადგით, პირველ გოლს მე შევაგდებ-მეთქი! წინათგრძნობა 23-ე წუთზე ამიხდა – ანგარიში გავხსენი! ის თამაში 3:0 მოვიგეთ.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრი თამაში არ დამიგროვდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვები მჯობნიდნენ. იცით როგორ იყო? მაგალითად, დაინიშნებოდა მთავარ მწვრთნელად კონსტანტინ ბესკოვი და ნაკრებში თავის 15-16 კაცი მიჰყავდა. თუ ვალერი ლობანოვსკი მივიდოდა, უკვე კიევის „დინამო” ხდებოდა საბაზო გუნდი… ესაა ყველაფრის მიზეზი. ესპანეთი-1982 ხომ გახსოვთ? ბესკოვმა და ლობანოვსკიმ მე და დათო ყიფიანი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაგვიყვანეს, სამაგიეროდ, თან იახლეს ფეხმოტეხილი ლეონიდ ბურიაკი. ასეთ მიდგომას რა შედეგი უნდა მოეტანა?

ნაკრებში ყველაზე კარგი სიტუაცია, ვფიქრობ, ნიკიტა სიმონიანის დროს იყო: მართლა საუკეთესოებს იწვევდა. სწორედ იმ წლებში იყო ყველაზე მეტი თბილისელი ნაკრებში: ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, მე… მგონი, სიმონიანის დროს ითამაშეს მანუჩარ მაჩაიძემ, ვახტანგ ქორიძემ და ნოდარ ხიზანიშვილმაც.

ძალიან მწყდება გული, რომ ქართველ გულშემატკივარს „დინამოს” თამაში მადრიდის ოთხთა ტურნირზე არ უნახავს, არადა, ჩვენ ორივე მატჩში შესანიშნავად ვიასპარეზეთ. მახსოვს, დელეგაციაში ოპერატორებიც იყვნენ, მაგრამ „რეალთან” და „ბაიერნთან” თამაშის კადრები რატომ არ ჩანს აქამდე, ვერ ვხვდები… მე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, არადა, იქ კარლ-ჰაინც რუმენიგე, პაულ ბრაიტნერი, კარლოს სანტილიანა, ხუანიტო, ხოსე ანტონიო კამაჩო და სხვებიც თამაშოდნენ. თუ არ ვცდები, იმ „რეალის” ნახევარდაცვაში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეც ირიცხებოდა.

ტურნირის მეორე დღეს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს ერთ-ერთი ესპანური კლუბის მესვეურები ესტუმრნენ და ჩემი დათმობა სთხოვეს. ნუ, გარიგება რომ არ შედგებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ პასუხმა გამაოგნა: „საბჭოთა სპორტსმენს ვლადიმერ გუცაევს თქვენი კონტრაქტი არ სჭირდება. მას ყველაფერი აქვს: ბინაც და თვით „ვოლგაც”!” როგორია? ესპანელებს უკითხავთ, გვესმის, რომ ის კარგ პირობებშია, ბინაც გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა” რა მანქანაა ასეთიო… ამ სიტყვებს ომარ სიამაშვილიც დაგიდასტურებთ, მაშინ ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო და მადრიდში გვახლდა.

ბევრს ჰგონია, რომ „ის” „ვოლგები” თასების თასის მოგების შემდეგ დაგვირიგეს, მაგრამ ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძის საგანგებო ბრძანებით, დინამოელებს მანქანების ურიგოდ გამოყვანის უფლება მოგვცეს. 16200 მანეთი ღირდა მაშინ საბჭოეთის ნომერ პირველი ავტო.

თასების თასის მოგების შემდეგ სამჯერ ავიღეთ პრემია: გერმანიაში 150-150 მარკა დაგვირიგეს, თბილისში დაბრუნებულები კი სპორტსაზოგადოება „დინამოს” რესპუბლიკურმა სამმართველომ 300, ხოლო საკავშირომ 700 მანეთით გაგვახარა.

ყველაზე ძალიან მოსკოვის დინამოელებთან თამაში არ მიყვარდა. იმ გუნდში ერთადერთი, მგონი, მახოვიკოვი იყო, ვინც უხეშობას არ კადრულობდა – სხვები ლამის ნაჯახით გადიოდნენ მინდორზე. ძალიან არ მიყვარდა სპარტაკელი სერგეი ნიკულინი – უკადრებელს კადრულობდა. წლების შემდეგ კვიპროსზე მოსკოვის დინამოელი ნოვიკოვი შემხვდა, ჩამოვჯექით, ვისაუბრეთ და მაშინ ვკითხე, საშა, რას მერჩოდი, ასე ცუდად რატომ მეთამაშებოდი-მეთქი. იცით, რა მითხრა? მწვრთნელი მავალებდა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, გუცაევის არსებობა ყველამ უნდა დაივიწყოსო და მეც დავალებას „ვასრულებდიო”.

ხშირად მსმენია, რომ 1979 წელს „ლივერპული” უფრო ძლიერი იყო, ვიდრე „ჰამბურგი” და რომ „დინამომ” გერმანელებთან შემთხვევით წააგო. ამ აზრს არ ვიზიარებ: ის „ჰამბურგი” იმ „ლივერპულზე” გაცილებით ძლიერი იყო და ეს ჩვენ მატჩებში გამოჩნდა. თანაც, გერმანელებს კევინ კიგანი ჰყავდათ, ასეთი დონის მოთამაშე კი „ლივერპულში” ნაღდად არ იყო!

„კარლ ცაისთან” თამაშის წინ კი ვნერვიულობდი, მაგრამ თურმე მთავარი პრობლემა მატჩი კი არა, ფინალისშემდგომი ამბები ყოფილა: მე და ნუკრი კაკილაშვილი დოპინგ-კონტროლზე გაგვიყვანეს და სანამ სინჯებს აიღებდნენ, ლამის ორი საათი გვაწვალეს. მხოლოდ ამის შემდეგ შევუერთდით ბიჭებს და გვიანობამდე მოვილხინეთ!

რატომ დაიწყო „დინამოს” კრიზისი? როგორ გითხრათ, ერთ ცუდ ამბავს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე… რაღაცნაირად მიეწყო ყველაფერი. ეხლა რომ დავფიქრდე, ცხადია, შეიძლებოდა უსიამოვნებების თავიდან აცილება, მაგრამ ეს ახლაა ამაზე ლაპარაკი იოლი, მაშინ კი ხალხი სხვანაირად ფიქრობდა.

„დინამოში” თითქმის ყველას თანაბარი ხელფასი გვქონდა და თუ რამე სხვაობა იყო, ეს წოდებით იყო განპირობებული. მაგალითად, სპორტის ოსტატს ჯამაგირზე 10 მანეთი ემატებოდა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს – 15, ხოლო სპორტის დამსახურებული ოსტატი 20 მანეთით მეტს იღებდა. იცით, ერთხელ „ვერდერის” მენეჯერმა ვილი ლემკემ ამ თემაზე მკითხა და ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ ვერაფერი გაიგო – ძალიან ჩაგიხლართიათო, მითხრა.

ჩემი საუკეთესო გოლი? როგორ გითხრათ, რამდენიმეა ასეთი, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ყველაზე ლამაზი მაინც მოსკოვის „ტორპედოსთან” 1978 წელს გატანილი გოლია: მარცხენა ფლანგზე მივიღე ბურთი, ორ მეტოქეს გავცდი და ჩაწოდება ვცადე, მაგრამ რაღაცნაირად მომეჭრა და კარში შევარდა. ალალად ვიტყვი: შემთხვევითი გოლი იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი კი გამოვიდა!“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ვლადიმერ გუცაევი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1 მარტი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026

თენგიზი და შონ კონერი

უკრაინაში დაღუპულ რუსი სამხედროების რიცხვი 186 420-ს აღწევს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026
მსოფლიო

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

13:04; 1.03.2026
მსოფლიო

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

12:52; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო