,,რუსეთი ოკუპანტია, გვახსოვდეს 2008 წლის 7 აგვისტო. დიდება გმირებს,”- ამ სლოგანით დღეს სამტრედიაში აგვისტოს გმირები გაიხსენეს და განსაკუთრებული პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სამტრედიელებს: მარლენ ბარამიას, ლევან მელქაძეს, ლაშა თევზაძეს, ავედიკ ლომიძეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელი ჯარისკაცის დედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპულთა მემორიალი, აანთეს სანთლები და გაიხსენეს გმირები.
































































