,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ოპოზიციურ პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებისკენ და საერთო კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებს. როგორც გოცირიძე აცხადებს, ,,ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, ყველა პროდასავლურმა პარტიამ ,,ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
,,დიდი ხანია მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ გავერთიანდეთ საპრეზიდენტო არჩევნებში და წარვადგინოთ ერთიანი კანდიდატი, მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პარტიას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ იმ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ პროპაგანდისტულ ინტერესებს ატარებენ საქართველოში. ჩვენ არ ვყოფთ პარტიებს იმ ნიშნით, ვინ აკრიტიკებს ,,ნაციონალურ მოძრაობას“, ან ვინ ვისთან უფრო ახლოს არის კოალიციაში. ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი ისე, როგორც არასდროს. გვაქვს შანსი დავამარცხოთ ,,ქართული ოცნება“ და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ საპრეზიდენტო არჩევნებში“, _ განაცხადა გოცირიძემ.