50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ეთიოპიის ჩრდილოეთ ტიგრაისა და ამჰარას რეგიონებში გვალვისა და დახმარების გაყინვის ფონზე,_ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერ გვალვას დაახლოებით 4000 პირუტყვი ემსხვერპლა.
მაშინ როცა ჩრდილოეთ ეთიოპია გვალვას ებრძვის, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში წყალდიდობაა.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, გაერომ განაცხადა, რომ 370 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები წყალდიდობის გამო.
სომალის აღმოსავლეთ რეგიონში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა.
ტიგრაის ომის დროს რეგიონს ჰუმანიტარული დახმარება გაუუქმდა, რამაც უცნობი რაოდენობის დაღუპვა გამოიწვია. მაგრამ შეფასებულია, რომ დაახლოებით 500,000 ადამიანი შეიძლება დაიღუპა ომის, სამედიცინო მარაგის ნაკლებობისა და შიმშილის შედეგად, რაც იყო აღწერილი, როგორც “შიმშილის მსგავსი პირობები”.