სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.