“გურია ნიუსს” კაპროვანიდან (ნატანებიდან) მოქალაქე დაუკავშირდა და შველას ითხოვს _ როგორც აკაკი მიქაძე ამბობს, სოფელში კატატროფული მდგომარეობაა.
“დაინგრა ყველაფერი კაპროვანში. მეტრნახევარი თოვლია. თითქმის მეორე ელექტრო ბოძი მიწაზე გდია, სახურავები დაზიანებულია.
ხე დაეცა გაზის მილს და გახეთქა. არ გქვაქვს დენი, გაზი. წყალიც ახლა მოვიდა. გზა ჩახერგილია ახლაც.
ჩამოკიდებული ვარ 112-ზე _ ვრეკავ უშედეგოდ.
კატასტორფული მდგომარეობაა. სამი თვის წინ ძლიერი ქარი იყო. ხე თოკით მქონდა დაბული, რომ არ წაქცეულიყო.
ორი კვირა ვთხოვდი დახმარებას. “გურია ნიუსის” ჩარევის შემდეგ, მეორე დღესვე მოვარდნენ, 18 კაცი, ოთხი ჯიპით და აქედან ორი მუშაობდა, სხვები კი უყურებდნენ. გვიშველეთ!” _ ამბობს მიქაძე.