დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საქველმოქმედო ფონდ ,,აკეთის“ ორგანიზებით და ლანჩხუთის მერიის მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა.
სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების შემდეგ სოფელში, ,,ნაციხარის“ მთაზე, სიმბოლურად ჯვარი აღიმართა.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილიც ესწრებოდა, რომელიც ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ მერობის კანდიდატია მეორე ვადით.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტოები მერიის პრესსამსახურმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლის ნინი ღლონტის მხრიდან მერის მისამართით კითხვა მოჰყვა:
„გზამ არ შეგაწუხათ, ბატონო ალექსანდრე, აკეთში ამოსვლისას?! სიცხისგან ცუდად რომ გამხდარიყავით წყალსაც ვერავინ მოგაწვდითათ, მისი არარსებობის გამო. რამდენი პრობლემააა და როგორ უმოქმედოდ ხართ ეს ახალგაზრდა პიროვნება“-აკომენტარებს მერიის გვერდზე სოციალური ქსელის მომხმარებელი.
როგორც ზემოთ ვთქვით, პრობლემა არ ახალია და აკეთის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის მერის დახმარების თხოვნით. სოფელ აკეთის ახალგაზრდულმა კომიტეტმა სოციალურ ქსელში პეტიციაც გაავრცელა სოფელში გზის საფარის მოწესრიგების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სოფელ შუხუთიდან აკეთის ცენტრალური გზის ასფალტირებას სოფელ ნაგრომამდე.
ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და დიდი ალბათობით აკეთის გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება.