შსს ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე არსებული შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.
ამჟამად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საავტომობილო გზა დაკეტილია ორივე მიმართულებით”, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.